User:Water Polo Club Dinamo Tbilisi/sandbox
წყალბურთის კლუბი დინამო თბილისი
[edit]დინამო 1938
[edit]დინამო თბილისის ისტორიის დაწერა 1938 წელს დაიწყო. ლეგენდარული მოთამაშე მწვრთნელის, ლუკა იოაკიმიდის თაოსნობით. პირველი გუნდი წყალში ჩავიდა და დინამო დიდი ტრადიციების მქონე კლუბად ჩამოყალიბდა, თავად იოაკიმიდი მეკარის პოზიციაზე თამაშობდა და დინამოს გუნდს მოცურავეების გადმობირებით ავსებდა, მათ შორის იყვნენ პირველი თაობის საქართველოსა და მსოფლიო მასშტაბის ვარკსვლავები ნოდარ გვახარია და პეტრე მშვენიერაძე. [1]
მეორე მსოფლიო ომი
[edit]მეორე მსოფლიო ომის მიმნდინარეობას შეწყვეტილი იყო სპორტული ღონისძიებების დიდი ნაწილი, მათ შორის წყალბურთის ტურნირები. ლუკა იოაკიმიდი ფრონტის ხაზზე წავიდა და სამხედროებს ცურვაშიც ამზადებდა. 1945 წელს დიანმო ხელახლა ჩაერთო ჩემპიონატში. [2]
სსრკ-ს ჩემპიონატი
[edit]სსრკ-ს დროს, დინამო თბილისი გახდა Სსრკ-ს 3 გზის ვერცხლის და 4 გზის ბრინჯაოს მფლობელი, რაც იმ დროისთვის კლუბის დიდი წარმატება იყო.
სპარტაკიადის გამაჯვებულები
[edit]ამასთან ერთად დინამომ 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო საქართველოს ნაკრების სახელითაც მოიპოვა, რომელიც სსრკ-ს ჩემპიონატის ფორმატის ცვლილების გამო ყველა საკავშირო რესპუბლიკა კლუბის ნაცვლად გარკვეული პერიოდი ნაკრები წარაგდგენდა, ჩვენ შემთხვევაში ეს დინამო თბილისი იყო.
უძლიერესი გუნდი
[edit]დინამოს ოქროს პერიოდი 50-იანი წლების მეორე ნახევარსა და 60-იანებს უკავშირდება. Სწორედ 1960-67 წლებში ეკავა მწვრთნელის პოზიცია ნოდარ გვახარიას, ამ დროს დინამოელები სსრკ-ს ნაკრებშიც ბრწიყნავდნენ და მსოფლიო აღიარებას იღებდნენ.
70-80-იანი წლები
[edit]70-80 იან წლებში დინამო გარდამავალი წარმატებით ასპარეზობდა, დინამოში თამაშობდნენ ისეთი ცნობილი მოთამაშეები როგორებიც იყვნენ, მიხეილ გიორგაძე, ვლადიმერ ისელიძე, ალექსანდრე ბითაძე. თუმცა ნოდარ გვახარიას წასვლასთან ერთად შემადგენლობაც არასტაბილური იყო და მოთამაშეების გადინების ფონზე სერიოზულ წარმატებები 80-იანებამდე არ ჩანდა. 1985 წელს კი მაისის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც დინამო წარმოადგენდა სსრკ-ს ნაკრების შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა და უკან უნგრეთი, იუგოსლავი და სხვა მსოფლიო ნაკრებები ჩამოიტოვა. 1979 წელს სპარტაკიადაზე საქართველოს ნაკრების სახელით მოასპარეზე დინამომ ვერცხლი მოიპოვა. საბჭოთა კავშირის დანგრების შემდეგ დინამო თბილისი დაიშალა, 1992 წელს კლუბმა არსებობა შეწყვიტა.
25 წლის შემდეგ
[edit]დინამო თბილისი საქართველოსა და მსოფლიოს ასპარეზზე 25 წლის შემდეგ გამოჩნდა. კლუბი დიდი ამბიციებითა და კიდევ უფრო ძლიერი გუნდით დაბრუნდა. დინამო და მისი ტრადიციები აღადგინეს ყოფილმა წყალბურთელებმა, რომელთა მამებიც დინამო თბილისის შემადგენლობაში 80-იან წლებში იყვნენ. 2017 წელს დინამო თბილისი ხელახლა დააფუძნეს და ლუკა იოაკიმიდის დიდი ტრადიციები გააცოცხლეს.
საქართველოს ჩემპიონები
[edit]იმავე წელს თბილისის დინამო საქართველოს ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად დაიწყო ბრძოლა. Შემდეგ ზედიზედ იყო 2 ვერცხლი 2018 და 2019 წლებში. 2020-ში კლუბმა კვლავ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2023 წლის მონაცემებით, დინამო თბილისი უკვე 5 გზის საქართველოს ჩემპიონია.
დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე
[edit]Ჩემპიონტა ლიგაზე ასპარეზობის უფლება დინამომ 2019 წელს "WILD CARD"-ით მოიპოვა და ევროპის ტოპ-16 გუნდში მოხვდა, რომელშიც დღემდე მონაწილეობს და გუნდმა პირველი რამდენიმე გამარჯვევებაც აღნიშნა. 2023 წლამდე კლუბს 7 გამარჯვება აქვს მოპოვებული. დღეს, ჩვენი კლუბი ნაკრების მთავარი მომმარაგებელი და ქართული წყალბურთი ღირსეული ფლაგმანია.
საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობებში მდიდარი და მრავალწლიანი ისტორია აქვს და დღესაც, სპორტის ამ სახეობების მიმართ, მუდმივად იზრდება დაინტერესება. დინამო თბილისმა თავისი მრავალწლიანი გამოცდილების გასაზიარებლად 2014 წელს დინამოს ცურვისა და წყალბურთის აკადემია დაარსა. აკადემიამ დაარსებიდან დღემდე 15000-მდე მოზარდს შეასწავლა ცურვა საქართველოში. გასული წლების მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დინამო აკადემია წლიურად 1500-მდე ახალგაზრდა სპორტსმენს ასწავლის ცურვას. აკადემიას ჰყავს ათობით კვალიფიციური ინსტრუქტორ/მწვრთნელი.
აღსანიშნავია, რომ დინამოს აკადემიაში გვყავს პირველი გოგონათა წყალბურთის გუნდი, რომელიც მალე შეიდა ჩემპიონატშიც მიიღებ მონაწილეობას. დღეს, წყალბურთის კლუბ დინამო თბილისსა და ეროვნულ ნაკრებში აკადემიის აღზრდილი ბავშვები ირიცხბიან.
მომავლის გეგმები..
[edit]დინამო თბილისი უკვე მეოთხე წელია წარმატებით ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც საქართველოს სახელით მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორის ირიცხება. კლუბი აგრძელებს ასპარეზობას და თავისი ერთგული ქომაგისთვის მოლოდინების გამართლებას.
მეკარე:
[edit]მარცხენა ნახევარმცველი:
[edit]
მარჯვენა ნახევარმცველები:
ცენტრალური თავდამსხმელი:
ცენტრალური დამცველი:
დიანმო თბილისის მთავარი მწვრთნელი - დეიან სტანოევიჩი
დიანმო თბილისის მწვრთნელი - ზუკა რურუა
დიანმო თბილისის მწვრთნელი - ირაკლი გოგელია
დინამო თბილისის ექიმი - გიორგი კუჭაძე
დინამო თბილისის პრეზიდენტი - გიორგი ხვედელიანი
დინამო თბილისის დირექტორი - მიხეილ ბაღათურია
- ^ ინფორმაციის, წყარო (5.01.2024). "ინფორმაციის წყარო".
{{cite web}}
: Check date values in:|date=
(help) - ^ ისტორია, დინამო თბილისი (5.01.2024). "დინამო თბილისის ისტორია".
{{cite web}}
: Check date values in:|date=
(help) - ^ აკადემია, დინამო (1.05.2024). "დინამოს აკადემია". Water polo Dinamo Tbilisi.
{{cite web}}
:|archive-url=
requires|archive-date=
(help); Check date values in:|date=
(help) - ^ დინამო თბილისის, სრული შემადგენლობა (5.01.2024). "დინამო თბილისის სრული შემადგენლობა".
{{cite web}}
: Check date values in:|date=
(help)