User:Valeribidzia
სამრევლო დაფუძნებულია მიტროპოლიტ აბრაამის მიერ 2008 წელს. ბატონმა ელგუჯა ქებურიამ სამრევლოს აუშენა ტაძარი პარიზის გარეუბანში. ტაძრის მშენებლობა დამთავრდა 2009 წლის მაისის თვეში. თაძარი თამარობის დღესასწაულზე 14 მაისს აკურთხა დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველმა მიტროპოლიტმა აბრაამმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად. ტაძრის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად პარიზში ჩამობრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე. მისი უწმიდესობის ვიზიტი გაგრძელდა ოთხი დღე 12 დან 15 მაისამდე. ახალ ტაძარში პირველი საღმრთო წირვა 14 მაისს აღასრულა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად. წირვის ბოლოს მისმა უწმიდესობამ ბატონ ელგუჯა ქებურიას გადასცა ხატი. ასევე დაჯილდოებულ იქნა დასავლეთ ევროპის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი) დაჯილდოვდა მეორე ჯვრის ტარების უფლებით, არქიმანდრიტის ხარისხში აღყვანილ იქნენ იღუმენი დოსითე (ბოგვერაძე), იღუმენი ისააკი (ფირცხალავა), იღუმენი ლუკა A(ფალავანდიშვილი), იღუმენის ხარისხში აღყვანილ იქნენ მღვდელ-მონოზონი ისე (გელაშვილი), მღვდელ-მონოზონი სერაპიონი (გრიგოლიშვილი), მღვდელ-მონოზონი ანტონ (კანდელაკი). წირვას დაესწრო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ჩვენი თანამემამულეები. ვიზიტის განმავლობაში უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე შეხვდა საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოინახულა ლევილის მამული და სასაფლაო, შეხვდა ქართველ ემიგრანტებს, დალოცქა უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები და საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. სამრევლოში ფუნქციონირებს სამრევლო და საკვირაო სკოლები, შექმნილია შემოქმედებითი წრეები, ისწავლება ქართული სიმღერები და ცეკვა.
ტაძრის მისამართი: 6, Impasse Boieldieu, 94190 Villeneuve-Saint-Georges, FRANCE
სამრევლოს წინამძღვარი: არქიმანდრიტი ანტონი (კანდელაკი) - 0033 620 951 562