Jump to content

User:Natia jangulashvili

From Wikipedia, the free encyclopedia

ტურიზმის განვითარება საქართველოში


ტურიზმი--Natia jangulashvili (talk) 08:23, 13 May 2010 (UTC)

                  ტურიზმი დასვენების ერთ–ერთი ძირითადი ფორმაა,ხოლო დასვენება ადამიანის ობიექტურად აუცილებელი მოთხოვნილება დახარჯული ძალების აღსადგენად.დასვენებისა და გართობის მიზნით გამგზავრება პირველად პოპულარული გახდა ძველ რომაელებს შორის,რომლებიც  ძირითადად პირამიდების დასათვარიელებრად მიემგზავრებოდნენ.დროთა განმავლობაში მოგზაურობის გეოგრაფია გაფართვდა და მიზნებიც შეიცვალა:სანახაობრივი,სასწავლო.რელიგიური და სხვა.შესაბამისად დაიწყო სასტუმროების აშენება.ტერმინი „ტურისტი“ XVII ს–ში დამკვიდრდა და უწოდებდნენ მათ,ვინც ცნობისმოყვარეობისთვის მოგზაურობდა.კომერციული ტურიზმის პირველ ნაბიჯადაა მიჩნეული ტომას კუკის კომერციული მომსახურება მოგზაურებისთვის.მან თვითონ მიყიდა ბილეთები და ექსკურსიამძღოლის ფუნქციაც თვითონ იკისრა.ბრიტანეთში დღესაც არსებობს ტურისტული ფირმა „ტომას კუკ ენდ სინ“ . ტურიზმის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა ტრანსპორტის განვითარებამ.თავიდან მოგზაურობდნენ სარკინიგზო,სანაოსნო ტრანსპორტით,შემდეგ ავტომობილით და თვითმფრინავით. XX ს–ის  მეორე ნახევრიდან იწყება მსაობრივი საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხანა.ამ დროს მთელ მსოფლიოში 4,5 მილიარდი ტურისტი მოგზაურობდა. ერთი წლის განმავლობაში მიღებული ტურისტების რაოდენობის მიხედვით ყველაზე პოპულარული ტურისტული ქვეყნების ხუთეული შემდეგნაირია:




                          ტურიზმის განვითარების გზები

                 კაცობრიობის ისტორიის მრავალფეროვნება,მისი განვითარება განპირობებულია კულტურათა სიჭრელით,ზოგჯერ საწინააღმდეგო აზრებისა და შეხედულებების არსებობით.ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს  „დიდი აბრეშუმის გზის“ ქვეყნების ისტორიული წარსული,როდესაც სხვადასხვა სარწმუნოებისა და კულტურის,წეს–ჩვეულებების მქონე ხალხები ერთმანეთს უკავშირდებოდა.
                აბრეშუმის გზად იწოდებოდა ტრანსკონტინენტური სავაჭრო–საქარავნო გზა,რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპიროებთან აკავშირებდა. 12000 კმ–ზე გადაჭიმული ამ მარშრუტის მთავარი წერტილები თანდათანობით გადაიქცა ვაჭრობის,კულტურისა და რელიგიის მძლავრ კერებად.
             ძვ.წ.–ით IV-I სს–ში საქართველო წარმოადგენდა მაგისტრალურ სავაჭრო ხაზს,რომელიც აკავშირებდა არა მარტო აღმოსავლეთსა და დასავლეთს,არამედ ჩრდილოეთსა და სამხრეთს.



                      საქართველო–ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი ადგილი

                 საქართველო ყოველთვის იზიდავდა უცხოელებს,თავისი მდიდარი ბუნებით,უძველესი ისტორიით,უდიდესი კულტურული მემკვიდრეობით და სტუმართმოყვარეობით.საქართველოში ყველა კუთხე და რეგიონი იქცევს ყურადღებას თავისი მომხიბვლელობითა და საუცხოო ბუნებით.ისევე,როგორც დედაქალაქი თბილისი,რომელიც თავისი კულტურული ძეგლებისა და სხვა ღირსშესანიშნაობების წყალობით შედის მსოფლიოს კულტურულად მდიდარი ქალაქების რიცხვში.საქართველო ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს.სიახლოვის გამო საქართველოში მოგზაურობა მოსახერხებელია,როგორც ევროპის ასევე აზიის ქვეყნების მცხოვრებელთათვის.ქვეყანა დაჯილდოვებულია შესანიშნავი ბუნებით.თბილი კლიმატით,რბილი ჰავით,ზღვის დონიდან 5000 მ–ზე მეტი სიმაღლის მწვერვალები,ზღვის ულამაზესი პლაჟები,756 ტბით და 26 000–ზე მეტი მდინარით,ჩანჩქერებით და პირველქმნილი ლანდშაფტებით.საქართველოში წარმოდგენილია თითქმის ყველა კლიმარი ტროპიკულის გარდა.300–მდე კურორტი და საკურორტო ადგილი,მინერალური დასამკურნალო წყარო.ქართული კულტურისადმი განსაკუთრებული ინტერესი ჯერ კიდევ ძველ ბერძნებს და რომაელებს გააჩნდათ.პირველ ტურისტებად ითვლებიან 30 საუკუნის წინ არგონავტები ერთ–ერთი ლეგენდის მიხედვით ე.ი საქართველოში ტურიზმს 3000 წლოვანი ისტორია აქვს.საქართველოს მთებით უაღრესად ხელსაყრელია სამთო–სათხილამურო ტურიზმისა და ალპინიზმის განვითარებისათვის,საქართველო ალპინიზმის სამშობლოა.1923 წ–ს პირველად ჩაისახა.
                   თბილისის გარდა ასევე ტურისტთა ყურადღებას იზიდავს:
                     სიღნაღი–კახეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი
                      მესტია–მთიანი სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრი,რომელიც ცნობილია შუა საუკუნეების უნიკალური ქალაქის დამცავი საგუშაგო კოშკებით.
                    მცხეთა–თბილისის ჩრდილოეთით საქართველოს ძველი დედაქალაქია.მცხეთა ცნობილია ჯვრის მონასტრით,რომელიც ქრისტიანობის სიმბოლოდ ითვლება.ასევე სვეტიცხოველი,რომელიც პირველი ქრისტიანული ეკლესიის ადგილასაა აღმართული.
                   ბორჯომი–მისი საკურორტო–ტურისტული რაიონი მოიცას საქართველოს სამხრეთ მთიანეთის ცენტრალურ ნაწილს.ბორჯომ–აბასთუმნის რაიონში გამოიყოფა ორი საკურორტო–ტურისტული ქვერაიონი:ბორჯომ–ბაკურიანის და მესხეთის.ბორჯომის რეკრეაციული კომპლექსი მოიცავს ბორჯომში განლაგებულ კურორტებს:ახალდაბას,ქვიშხეთს და საკმაოდ მრავალრიცხოვან სააგარაკო ადგილებს.ამ რაიონის ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრია ცნობილი კურორტი ბორჯომი,რომელიც წარმოიშვა XIX ს–ში ადგილობრივი სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყაროების ბაზაზე.
                 არაგვის აუზის რეგიონები–ამ რეგიონს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარებისთვის.აქაური გარემო ოპტიმალურ პირობებს ქმნის ტურიზმის ასაღორძინებლად.ხეობის ბუნებრივი პირობები ხასიათდება დიდი მრავალფეროვნებით:კლიმატური,ნიადაგების,წყლების,ფლორისა და ფაუნის განსხვავებული ტიპები.
               დმანისი–კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი.მდებარეობს ქვემნო ქართლის რეგიონში,თბილისიდან 90 კმ–ზე.ნაქალაქარი უნიკალური ძეგლია.მის ტერიტორიაზე გამოვლინდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და წინარე ისტორიის ყველა პერიოდი,მაგრამ განსაკუთრებულ აღმოჩენად ითვლება პირველყოფილი ადამიანის ადგილსამყოფელისა და თვით ადამიანის ნაშთების მოკვლევა.1991 წ–ს აღმოაჩინეს ჰომინიდის ქვედა ყბა.ერთი წლის შემდეგ კი ჰომინიდის ორი თავის ქალა,:ზრდასრული მამაკაცისა და ახალგაზრდა ქალის.ტურისტული თვალსაზრისით დმანისის ნაქალაქარის მნიშვნელობა აღნიშნულმა აღმოჩენებმა ძალიან გაზარდა 2000 წლის მაისში მსოფლიოსი ყველაზე ავტორიტეტულმა სამეცნიერო ჟურნალმა დმანისი კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს ძეგლად აღიარა.
                 წინანდალი–საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივა უპირველესად ბუნებრივ–რეკრეაციულ და ისტორიულ–კულტურულ რესურსებთანაა დაკავშირებული.წინანდალი,რომლის ძირითადი ღირსებანიც მსოფლიოში განთქმული დენდროლოგიური პარკი და ქართველი კლასიკოსის ა.ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი.წინანდალი ძველთაგანვე იყო ცნობილი მაღალხარისხოვანი ღვინის წარმოებით.აქ დმზადებული ღვინოები მთელ ევროპაშია ცნობილი:წინანდალი,მუკუზანი,თელიანი. წინანდლის პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია უნიკალური სარდაფი,მუზეუმი,სადაც წარმოდგენილია უძველესი წარმოების ქართული და ევროპული ღვინოები.ამ კუთხით პერსპექტივაში შეიძლება განვიხილოთ ღვინის სადეგუსტაციო ტურების მოწყობა.წინანდალს შესწევს უნარი რეგიონისათვის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ცენტრად იქცეს.


               ტურიზმის მნიშვნელობა სოციალური პრობლემების დაძლევაში

                   საქართველოში პრობლემური საკითხია:სიღარიბე,უმუშევრობა და ა.შ. 2004 წ–ს უმუშევრობის მაჩვენებელი 54%–ს შეადგენდა.მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს,რომ სიღარიბის დაძლევას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ისეთი ეკონომიკური და ორგანიზაციული ფაქტორის მიზანმიმართულად გამოყენება,როგორიცაა ტურიზმის დაჩქარებული განვითარება.
                 საქართველო ერთ–ერთი ქვეყანაა იმ 70 სახელმწიფოს შორის,რომელიც სიღარიბის დაძლევას სტრატეგიული დოკუმენტის შექმნის პროცესშია.
                 სიღარიბის ზღვარზე მყოფი ქვეყნების რიცხვში საქართველო არის 24–ე პოზიციაზე 2006წ–ის მონაცემებით,ანუ 54% მოსახლეობის.სიღარიბის დაძლევის ერთ–ერთ მნიშვნელოვან რეზერვს წარმოადგენს ტურიზმის დაჩქარებული განვითარება.ტურიზმი წარმოშობს ახალ შესაძლებლობებს ადგილობრივ წარმოებაში,სოფლის მეურნეობაში,ვაჭრობაში და ა.შ.ტურიზმს შეუძლია ფეხზე წამოაყენოს ქვეყნის ეკონომიკა,შექმნაა ახალი სამუშაო ადგილები,დაასაქმოს ადამიანები,გაამდიდროს ბიუჯეტი. ე.ი. ტურიზმი შეიცავს მრავალმხრივ პოტენციალს ადგილობრიცი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისათვის.დღეისათვის ტურიზმი აღიარებულია მსოფლიოში სიღარიბესთან ბრძოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად.მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მარკეტინგული სამსახურის მიერ შემოთავაზებული კვლევის შედეგად ცნობილია 10 მნიშვნელოვანი სარგებელი,რომელიც თან ახლავს ტურიზმის განვითარებას.ამ ათიდან მხოლოდ ოთხის დასახელებაც ნათლად გვიჩვენებს,რომ სწორედ ტურიზმი პასუხობს პრდაპირ სიღარიბის გამომწვევი სიმპტომების განეიტრალებას:დასაქმება,სიღარიბესთან ბრძოლა,სახელმწიფო შემოსავლების ზრდა და ინფრასტრუქტურის განვითარება.
               საერთაშორისო ექსპერტები,როდესაც ისინი საქართველოში ტურიზმის განვითარებას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ,სხვა უპირატესობებთან ერთად ხაზგასმით აღნიშნავენ მის გეოგრაფიულ სიახლოვეს მსოფლიოს მთავარ ტურისტულ ბაზართან–ევროპასთან.მსოფლიოში მიღებულია,რომ თუ ერთი ტურისტი იმყოფება ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში ხარჯავს საშუალოდ 1000 აშშ დოლარს და თუ ამას გავამრავლებთ ათბით და ასობით ათას ტურისტზე მივიღებთ კოლოსალურ შემოსავლებს,რომელიც ქვეყანას ფეხზე დააყენებს.
              2003წ–ის მონაცემებით საქართველოში ტურისტთა რაოდენობამ შეადგინა 312,5 ათასი კაცი.1995წლიდან ტურისტთა რაოდენობა 4–ჯერ გაიზარდა,მიუხედავად იმისა,რომ საქართველო ჯერ კიდევ  შორს არის დიდი ტურიზმისგან,უკვე დღეს იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში.2003 წ–ის შედეგებით ქვეყნის ბიუჯეტსი შესულია 200მლნ–ზე მეტი ლარი.ტურიზმში მომუშავეთა რაოდენობა 8000–დან (1998წ) გაიზარდა 17 000–მდე (2003წ)
            საქართველოში ტურიზმის განვითარება XIX-XX სს–ის მიჯნაზე იწყება საბჭოთა იმპერიის პირობებში,საქართველოს ტურისტული ქვეყნის სახელი ჰქონდა დამკვიდრებული,ყოველწლიურად საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა რიცხვი შადგენდა 4 მლნ.კაცს.ეს მონაცემები თავისთავად მეტყველებს საქართველოს დიდ ტურისტულ პოტენციალზე მტო–ს (მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის) გენერალურმა მდივანმა ფრანჩესკო ფრანჯიალიმ 1998 წ–ს,როდესაც პირველად ნახა საქართველო,თქვა: „ მე ვნახე საქართველო და დავრწმუნდი,რომ ეს საოცარი პატარა ქვეყანა „განწირულია „ დიდი ტურიზმისათვის“.
               2000 წლის მონაცემებით საქართველოში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა  800,9 მლნ ლარს გადააჭარბა ტურიზმის განვითარება ნიშნავს საქართველოში უმუშევართა რიცხვის შემცირებას.ტურიზმში შექმნილი ერთი სამუშაო ადგილი იწვევს ორი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას სხვა მომიჯნავე დარგებში.


      ტურიზმის  დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში და სამომავლო გეგმები

        90–იან წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის შედეგად საქართველოში ტურისტულ–რეკრეაციულმა მეურნეობამ თითქმის შეწყვიტა ფუნქციონირება.აფხაზეთის სანაპირო ზოლი ცნობილი მიზეზების გამო გამოეთიშა მეურნეობის ამ დარგს.დამსვენებელთა  საზღვაო–რეკრეაციული მოთხოვნილებების რეალიზაცია თითქმის მთლიანად აჭარის სანაპირო ზოლმა იტვირთა და ძლივს აკმაყოფილებს შიდა ბაზრის მოთხოვნილებას,რომ არაფერი ვთქვათ უცხოური ტურისტების ჩამოსვლაზე.
           საქართველოში არსებული მძიმე სიტუაცია:პოლიტიკური არასტაბილურობა,ეკონომიკური კრიზისი,დაბალი ხარისხის ინფრასტრუქტურა,ტურიზმთან დაკავშირებიტ სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკა თითქმის გადაულახავ წინააღმდეგობას უქმნიან საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას.ტურიზმის ინდუსტრიას არანაკლებ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს შიდა ტურიზმი.განსაკუთრებით დღესდღეობით,როცა უცხოელი ტურისტების შემოსვლა ქვეყანასი შეფერხებულია.არასტაბილური მდგომარეობის გამო იმ უცხოელი ტურისტების რაოდენობამაც იკლო,რომელსაც თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის თუ ეგზოტიკის გამო მეტ–ნაკლებად სწყალობდნენ ჩვენს ქვეყანას.2001წ–ს 22%–ით შემცირდა უცხოელ ტურისტთა რაოდენობა.
                დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არც ერთი პოტსაბჭოთა ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურა ისე არ დაზარალებულა,როგორც საქართველოში რეგიოული კონფლიქტების შედეგად ქვეყანამ მიიღო 300 000 დევნილი,რომლებიც მოათავსეს ტურისტთა განთავსების სხვა და სხვა საშუალებებში.რითაც განადგურდა ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურა.ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია 1999–2003 წწ–ში აღრიცხული ახლადაშენებული ან განახლებული ტურისტთა განთავსების  ობიექტების ნუსხა,მათი ექსპლოატაციაში შესვლა წლების შესაბამისად. 



                      მიუხედავად ამ მონაცემებისა ტურიზმის განვითარებისთვის ინვესტიციების მოცულობა გაცილებით მეტია საჭირო.ადგილობივი მმართველობის მიერ ტურიზმის განვითარებისთვის გამოყოფილია 500ჰა–ზე მეტი ტერიტორია.საქართველოში ძირითადად დომინირებს სამი ტურისტული პროდუქტი:ზაფხულის დასვენება(ბათუმი,ქობულეთი,ბახმარო და ა.შ.), ზამთრის(ბაკურიანი,გუდაური), სამკურნალო(კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტები). დღეისათვის საქართველოში ტურიზმისა და კურორტების დარგის წინაშე არსებული პრობლემები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად,რომელთაგან თითოეულში რამდენიმე ქვეჯგუფი გამოიყოფა.



   საქართველოში ტურიზმი განვითარების პროცესშია,მაგრამ მას ბევრი მიზეზი აფერხებს.მათ შორის არის,როგორც პერსონალის არასათანადო პროფესიონალიზმი.ასევე ბოლო დროს მომხდარი აგვისტოს ომი.ომამდე საქართველოში ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა ტურისტები ძირითადად შემოდიან:უკრაინიდან,ლატვიიდან,ლიტვიდან.პოლონეთიდან,არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან,გერმანიიდან,საფრანგეთიდან და თურქეთიდან.მათ ინტერესთა სფეროს კულტურული,რელიგიური,ღვინის და საქმიანი ტურები წარმოადგენს.

როგორც უკვე ვთქვით საქართველო გამოირჩევა თავისი გეოგრაფიული ადგილ–მდებარეობით და ისტორიული წარსულით რაც ძირითადად იზიდავს ტურისტებს.ამის გამო საქართველო თაავისუფლად შეიძლება ჩაიტვალოს დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნად.12 000 ისტორიული ძეგლით,1994 წლიდან 4 მათგანი შესულია იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა სიაში.

საქართველოში ტურიზმის განსავითარებლად დღეს–დღეობით ტარდება გარკვეული ღონისძიებები.მაგალითად XX ს–ის ბოლოს იუნესკომ მოაწყო ექსპედიცია,რითაც საფუძველი დაუდო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის იუნესკოს ახალ საერთაშორისო პროექტს“აბრეშუმის გზა–დიალოგის გზა“.“აბრეშუმის გზა“ არის საქართველოს ინტეგრაციის საუკეთესო საშუალება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე,რისთვისაც საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს ქვეყნის დადებითი იმიჯის შექმნა და რეკლამირება.

დღეისათვის საქართველოს ეკონომიკის განვითარებში განსაკუთრებით კარგი პერსპექტივები გააჩნია შვიზღვისპირეთის რეგიონს.ამ რეგიონის ბუნებრივი,ეთნიკური,კულტურულ–ისტორიული და სხვა თავისებურებანი იძლევა საშუალებას შავი ზღვა და მისი სანაპირო განსაკუთრებულ ტურისტულ ზონად ჩაითვალოს.

                  ტურიზმის განვითარების პერსპექტივა უნდა ითვალისწინებდეს შავიზღვის პირეთის ახლად ჩამოყალიბებულ ეკონომიკურ კონკურენციას:

ა) შავიზღვის პირეთის,როგორც ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას

ბ)შავიზღვის აუზის ქვეყნებს შორის დაწყებული ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას.

აქცენტი გადატანილი უნდა იქნეს ტურისტთა კონტიგენტის,მათ შორის უცხო ქვეყნების მოსახლეობის მოზიდვაზე.

დღესდღეობით საქართველოს ტურისტული დარგის ძირითადი ამოცანა ქვეყნის იმიჯის ფორმირებაა.მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმისა და საკურორტო დარგის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით. კერძოდ, უკვე გაუქმებულია ნორმატიული აქტები, რომლებიც თანამედროვე მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, 2004 წელს მიღებული კანონის თანახმად საქართველოში შემოსული ტურისტებისთვის გამარტივდა ვიზების მიღების პროცედურა და შემცირდა ფასები. ქვეყნის პოპულარიზაციისთვის საჭიროა საქართველომ მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებშ და საკუთარი ტურისტული პროდუქტი ტურისტულ ბირჟაზე წარადგინოს. საქართველოში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით,განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასოფლო–სამეურნეო ტურიზმს და ასევე აგრარული და ღვინის ტურიზმის განვითარებას.მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს კურორტებისა დარეკრეაციული ზონების გასავითარებლად პროგრამების მომზადებისა და განხორციელების მიზნით.

აღსანიშნავია რომ წლიდან წლამდე იზრდება ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი.ამის დამამტკიცებელია ტურიზმის დეპარტამენტის განცხადება,რომ 2009 წელს საქართველოში მილიონ–ნახევრამდე ტურისტი იმყოფებოდა.თუ გავითვალისწინებთ საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას,აგვისტოს ომს და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ეს ურიგო სტატისტიკა არ არის.მაგრამ ისიც აღსანიშნავია რომ საქართველოს გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს ტურისტული თვალსაზრისით,რომლის თითქმის 90% აუთვისებელია.სპეციალისტების თქმით 2003წლიდან 2008 წლამდე საქართველოში ტურიზმის მიმართულება თითქმის 30%–ი თ იზრდებოდა.საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით 2007 წელს დაახლოებით 983 000 ტურისტი გვყავდა. 2008 წელს კი 1,290,000, ეს ზრდა ბიზნეს ინვესტორების ხარჯზე დაფიქსირდა.2009 წლისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო აჭარა,რაც მეტ წილად განპირობებული იყო იმ ღონისძიებებით,რომლებიც რეგიონში ჩატარდა.ამავე წელს 20 000 ტურისტი იყო გუდაურში,ხოლო ბაკურიანში 40 000–მდე დამსვენებელი.საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით უცხოელი ვიზიტორი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდნენ.ამ სტატისტიკურ მონაცემებში პირველ ადგილზეა თურქეთი,მეორეზე –სომხეთი,მესამეზე კი– აზერბაიჯანი.

პროფესიონალი პერსონალის მოსამზადებლად ჩამოყალიბდა პროფესიული სასწავლებელი „იკარუსი“ საბერძნეთის მთავრობის მხარდაჭერით.უცხოელი ტურისტების მოსაზიდად საჭროა რომ უცხოურ ბაზრებზე საქართველო უკეთესად წარმოვაჩინოთ–აცხადებს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე–ამიტომ 2010 წლისთვის დაგეგმილია 15–მდე ტურისტული გამოფენა სხვადასხვა ქვეყანაში.ასევე ტურიზმის დეპარტამენტი მუშაობს შიდა ტურიზმის განვითარებისთვისაც.2010 წლის მთავარი გამოწვევა არის „მსოფლიო ექსპო 2010“რომელიც გაიმათემა ჩინეთს ქალაქ შანხაიში.შანხაის გამოფენაში 250 ქვეყანა მონაწილეობს და მათ შორის საქართველოც. ტურიზმის დეპარტამენტი ფიქრობს რომ „მსოფლიო ექსპო 2010“ არის წლის მთავარი გამოწვევა.

ასე რომ დაკარგული არაფერი არ არის,როგორც დავინახეთ მიუხედავად დაძაბული მდგომარეობისა საქართველოს მაინც აქვს შანსი სამომავლოდ წამყვანი ტურისტული ქვეყანა გახდეს.ამისთვის მუშაობა მიმდინარეობს და დანარჩენს ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.

--Natia jangulashvili (talk) 08:23, 13 May 2010 (UTC)