User:Dvanadze
გიორგი დვანაძეhttp://diplipito.wordpress.com/2012/03/27/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94/
გ.ერისთავის მიერ დაარსებული თეატრის დასის პირველი მსახიობი გიორგი დვანაძე.ის გ.ერისთავმა მსახიობად თავიდანვე მოიწვია.გ.დვანაძემ,როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,ლექსად დაწერა თავის ავტო ბიოგრაფია,რომელიც ძვირფას მასალას წარმოადგენს როგორც თვით მსახიობის ცხოვრების შესწავლისათვის ,აგრეთვე იმდროინდელი ქართული თეატრის ზოგიერთი საკითხის გაშუქებისათვის.ამ ნაწარმოების ერთ-ერთი ავტოგრაფი დაცულია საქართველოს სახელმწიფო სათეატრო მუზეუმში და ცნობებსაც იქიდან ვიღებთ.
გ.დვანაძის მამა სვიმონი იმერეთიდან იყო ქართლში გადასახლებული.მას ცოლად ჰყავდა ზანდუკელის ქალი და ცხოვრობდა სოფელ ჭალაში.გ.დვანაძე დაიბადა 1829 წელს.ათი წლის იყო,როცა მშობლებმა ის გორში ჩაიყვანეს და სასწავლებელში მიაბარეს.აქ გ.დვანაძემ ოთხი კლასი დაასრულა და შემდეგ სწავლას თავი დაანება.მამამ არ მოისურვა თავისი ვაჟის სოფელში დაბრუნება,სოფლის მეურნეობაში სამუშაოდ ჩაბმა და 1848 წ. გორშივე მოაწყო სამსახრში.ის დაინიშნა მდივანბეგის კანცელარიაში გადამწერად.გ.დვანაძე სამსახურში წელიწადნახევარზე ცოტათი მეტი დარჩა.როგორც აღვნიშნეთ,გ.ერისთავი 1850 წლის შეუდგა გორში თეატრისათვის მსახიობების ძებნას და დასის შდგენას.მან გაუცნო გიორგი დვანაძ ,მოეწონა მისი გარეგნობა,სიტყვაპასუხი,შეამჩნია,რომ მას აქვს აქტიორული მონაცემები და წინადადება მისცა სამსახურს თავი დაანებოს და დასში ჩაეწეროს.დვანაძემაც თანხმობა განაცხადა.თეატრში მუშაობის დროს მან ცოლად შეირთო მსახიობი ქალი ნათიშვილი.თეატრის გაუქმების შემდეგ ის იძულებული შეიქმნა თბილისს გასცლოდა.ისევ დაბრუნდა ქართლში.გ.ერისთავმა ის აქაც არ მოიშორა და დანიშნა თავის მოურავად.შემდეგ ამავე თანამდებობაზე მუშაობდა რევაზ ერისთავთან.რამდენიმე ხნის შემდეგ სამსახურს თავი დაანება და მოაწყო თავისი საკუთარი სოფლის მეურნეობა.გ.დვანაძ დიდი მუყაითი კაცი იყო,თავისი მეურნეობის გაუმჯობესებას ენერგიულად მოჰკიდა ხელი და ყველაფერი რიგზე მოაწყო.ის დიდად კმაყოფილი იყო თავისი შრომით შქმნილი საცხოვრებელი პირობებით,მაგრამ მისი მყუდრო ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელდა და მოულოდნელი უბედურება დაატყდა თავს .სოფელში მას გაუჩნდა პირადი მტრები,რომლებიც ცდილობდნენ მის იქიდან გაძევებას.ამ მიზნით გიორგი დვანაძეს დააბრალეს კაცის მკვლელობა.ამას კი მოჰყვა მისი პასუხისგებაში მიცემა და დაპატიმრება.ის გორის ციხეში იჯდა და გორშივე გაასამართლეს.საოლქო სასამართლომ გ.დვანაძ გაამართლა და გაანთავისუფლა,მაგრამ პროკურორმა საქმე აპელაციის წესით გადაიტანა თბილისის სასამართლო პალატაში.აქ კი დამნაშავედ იცვნეს,გადაუწყვიტეს 10 წლით კატორღაში გაგზავნა და სასჯელის მოხდის შემდეგ ციმბირში საუკუნო გადასახლება.გ.დვანაძ პალატის განაჩენს არ დასჯერდა,საქმე გადაიტანა საკასაციო წესით უმაღლეს სენატში.პალატის მიერ საქმის გარჩევასთან დაკავშირებით გ.დვანაძე ხელმეორედ დააპატიმრეს,გადმოაგზავნეს თბილისის საპყრობილეში და სასამართლოს პროცესის დასრულებამდე აქ იჯდა.
სენატმა პალატის გადაწყვეტილება დაადასტურა და 1876 წელს დვანაძე კატორღაში გაგზავნეს.შემდეგ სად იყო ის ,როგორ გაატარა თავის ცხოვრება,ამის შესახებ ცნობებს გვაწვდის მისი შვილიშვილი იასონ ალექსიშვილი თავის მოგონებაში,რომლის დედანიც დაცულია საქართვ. სახ. სათეატრო მუზეუმში.
,,დვანაძე პატიმრად იყო კურსკის გუბერნიაში ბელგოროდში,დაახლოებით 1885-1886 წლებშიო”,— გადმოგვცემს იგი:——,,იგი,ერთ-ერთ რუსეთის ბატონიშვილის დახმარებით,რომელსაც ბელგოროდში მამული ჰქონდა და რომელსაც გიორგიმ თავის მდგომარეობა და თხოვნა ლექსით მისწერა—-განთავისუფლებული იქნა.გიორგი გახარებული ბრუნდებოდა სამშობლოში,მაგრამ ჩამოსვლა არ დასცალდა,რადგან ხარკოვის ახლოს მატარებელში უეცრივ გარდაიცვალაგულის ავადმყოფობით.ხარკოვში მყოფმა ქართველებმა იმ მისამართით,რომელიც გიორგის ჯიბეში აღმოაჩნდა,აცნობეს მის ვაჟს სვიმონს მამის გარდაცვალება”.*
ამნაირად,როგორც ამ ამონაწერიდან ჩანს,გ.დვანაძე გარდაიცვალა 1886 წელს,როცა ის იყო 57 წლის ასაკში.
1876 წელს,როცა გ.დვანაძეს კატორღაში აგზავნიდნენ,მან თავის თავზე დაწერა ლექს,სადაც სხვათა შორის ამბობს:
,,ვიღა იპოვის ჩემსა საფლავსა.
ვინ სცნობს ვიქნები სად დამარხული
ვინ ჩამომძახებს საფლავში მკვდარსა
განთავისუფლდა შენი მამული”.
მისი ეს წინასწარ მეტყველური თქმა გამართლდა.გ.ერისთავის შესანიშნავი მსახიობის გაციებული გვამი მკერდში ჩაიკრა ჩვენი მოძმე ხალხის უკრაინელების მიწამ,სადაც ერთ დროს დაიმარხა ჩვემნი დიდი პოეტი დ.გურამიშვილი.ამ უკანასკნელის საფლავი დღემდე დაკარგულად ითვლებოდა,მაგრამ დღეს ის აღმოჩენილია და მას ამშვენებს უკრაინელი ხალხის საბჭოთა მთავრობის ინიციატივით აგებული მშვენიერი ძეგლი…დღემდე გ.დვანაძის საფლავიც დაკარგულია,მაგრამ ვინ იცის,ოდესმე იგიც გამოჩნდეს.
გ.დვანაძე ვიწრო ჩარჩოებში მომწყვდეული მოღვაწე არ იყო,არამედ გარდა მსახიობობისა მუშაობდა ლიტერტურულ სარბიელზეც—წერდა პიესებს და ლექსებს და თავის დროზე ითვლებოდა ერთ-ერთ პოპულარულ სახალხო პოეტად.
გ.დვანაძე,როგორც მსახიობი,გ.ერისთავის მიერ დაარსებული თეატრისათვის პირდაპირ დაუფასებელი იყო. მიხ. თუმანიშვილი მის
აქტიორულ შემოქმედებას ასე ახასიათებს:,,დვანაძე საუკეთესოდ არდგენს მემამულეებს,რომელთაც სოფლურ ჩვეულებებისაგან თავი ვერ დაუხწევიათ”.მაგრამ,როგორც მასალებიდან ირკვევა,ის მარტო ასეთი როლებით არ კმაყოფილდებოდა.ასრულებდა ჩარჩ ვაჭრების და ზოგჯერ შეყვარებული ახალგაზრდების როლებსაც.ჩვენამდე მოღწეული ცნობებით,მას შუსრულებია შემდეგი როლები:დავით სერაშიძე,პიესაში,,მემ ინდა კნეინა გავხდე”——ზ. ანტონოვისა,აზნაური გვერდელაძე,კომედია ,,ქმარი ხუთი ცოლისა” ზ.ანტონოვისა,მარტირუზა——კომედია ,,უჩინ მაჩინის ქუდი” გ. ერისთავისა,ხარაზი ასანა—-კომედია ,,თილისმის ხანი”,მისივე. მ. თუმანიშვილის ცნობებიდან გამომდინარე,შეიძლება ვიგულისხმოთ,რომ დვანაძე ასრულებდა ანდუყაფარის და პავლეს როლებს,რასაკვირველია,სხვადასხვა დროს გ. ერისთავის კომედიაში ,,გაყრა” ,ამირანდო ღაზნელს და ონოფრე ხარაძეს მისივე კომედიაში ,,დავა: და სხვა.
როგორც ვთქვით, გ. დვანაძე დრამატურგიაზეც მუშაობდა.მან დაწერა პიესა ,,სახლი კუკიაში” ,ეს პირველად დადგეს სცენაზე 1852/53 წლის სეზონში.თვით პიესას ჩვენამდე არ მოუღწევია,ასე რომ მისი ავკარგიანობის შესახებ მსჯელობის საშუალებას მოკლებული ვართ.სამაგიეროდ ჩვენამდე მოაღწია მისმა მეორე პიესამ,რომლის ავტოგრაფიც დაცულია სათეატრო მუზეუმში.ეს პიესა ხუთ მოქმედებიანია,სათაური დაცული არ არის.საჭიროდ მიგვაჩნია მოკლედ შევეხოთ მის შინაარს.
პიესის თემა აღებულია თბილისელ ვაჭართა ცხოვრებიდან.სამოცი წლის მდიდარ და ძუნწ ვაჭარს მელიქ ივანიჩ ტერსარქისოვს ყავს ერთადერთი 18 წლის ქალიშვილი სონიჩკა;რომელსაც აქვს მიღებული სწავლა-განათლება.მას უყვარს მეზობლის ივან სტეფანიჩის ნასწავლი ვაჟი,კომერსანტი ალექსანდრე.მელიქ ივანიჩს გადაწყვეტილი აქვს თავისი ქალი ცოლად შერთოს მეწვრილმანეს ივანე აბლაბუდოვს.სასიძო ახალგაზრდა ნასწავლ ქალისათვის სრულიადაც არ არის შესაფერისი,მაგრამ მამამისი მაინც იმის მხარეზეა,რადგან ფიქრობს,რომ აბლაბუდოვი თავმდაბალი და დამჯერი კაცია,რომელიც სავსებით დაემორჩილება სიმამრის სურვილებს.ამას გარდა ის მუყაითი და ყაირათიანია,ამიტომ მზითვად მიღებულ ქონებას არამც თუ გაფანტავს,არამედ უფრო გაზრდის და ძლიერ კარგადაც მოუვლის.სონიჩკას დედას არ მოსწონს სასიძო—-ჯერ-ერთი,იმიტომ,რომ იგი უბრლო მენახშირის შვილია და თავის ოჯახსათვის შეუფერებლად მიაჩნია;მეორეც,აბლაბუდოვი მეწვრილმანეა და არა მდიდარი სოვდაგარი და ,მესამეც,ის სრულიად გაუნათლებელია,სონიჩკა კი ნასწავლი.მიუხედავად იმისა,მაინც ემორჩილება ქმრის სურვილს.ახალგაზრდა ქალი ასეთ გათხოვებასთან დაკავშირებით ავადაც ხდება…მაგრამ ბოლოს და ბოლოს საქმე ისე გაიჩარხება,რომ ალექსანდრეს მშობლები გადაწყვეტენ მათმა შვილმა შეირთოს სონიჩკა და ქალის მამას მოიწვევენ მოსალაპარაკებლად.ეს უკანასკნელიც სიამოვნებით დათანხმდება და გადაწყდება ახალგაზრდა შეყვარებულთა დაქორწინება.
პიესა მარტივად არის დაწერილი და გზადაგზა აღწერილია ვარების სიძუნწე,ანგარიშიანობა და მათი ყოფა-ცხოვრების დამახასიათებელი თვისებები.
არ არსებობს ცნობები,ეს პიესა დაიდგა თუ არა იმდროინდელ სცენაზე,ამის გამორკვევა შეუძლებელიცაა,რადგან,როგორც ვთქვით,პიესის სათაურს ჩვენამდე არ მოუღწევია.
უნებლიედ ისმის საკითხი,ეს პიესა იგივე,,სახლი კუკიაში” ხომ არ არის?ამაზე გადაჭრილი პასუხის გაცემა ძნელია.მართალია,პიესის მთელი მოქმედებები კუკიაში მიმდინარეობენ ,მაგრამ ამაზე დამყარებით გამოტანა ისეთი დასკვნისა,რომ ის არის პიესა ,,სახლი კუკიაში” ,შეუძლებელია.
გ.დვანაძეს ხელნაწერების სახით დარჩა ლექსთა კრებული.მისმა ავტოგრაფმა საკმაო რაოდენობით მოაღწია ჩვენამდე.მისი ლექსების მეტი ნაწილი ხელნაწერების სახით გავრცელდა ხალი,რამაც ავტორს დიდი პოპულარობა შუქმნა და სახალხო პოეტის სახელი მოუპოვა.გ. დვანაძის ლექსები უმთავრესად სატრფიალო ჰანგებზეა ამღერებული.შიგადაშიგ მოისმის აგრეთვე პატრიოტული მოტივებიც.ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ლექსი სათაურით ,,შემხვდა მოხუცი” ,მისი მოკლე შინაარსი ასეთია:პოეტს შეხვდება ერთ-ერთი მისი ნაცნობი მოხუცი და კიცხავს იმისათვის,რომ ის მხოლოდ სატრფიალო ლექსებსა წერს და სამშობლოზე კი სდუმს.ის ურჩევს პოეტს ასეთ ჰანგებზე აამეტყველოს თავისი ჩანგი და სიყვარულზე წერას კი თავი დაანებოს.პოეტი ,თავის მხრივ,მოხუცს აძლევს სიტყვას,რომ მომავალში ისე მოიქცევა,როგორც ის ურჩევს და პატრიოტულ მოტივებზე დაიწყებს ლექსების წერას.
გ. დვანაძს ლექსებიდან ხალხში განსაკუთრებით გავრცელებული იყო —- ,,ახა დილავ დილავ”. ეს ლირიკული ლექსი ძლიერ მოეწონათ, შუწყვეს სასიმღერო კილო და ხალხი მღეროდა.ეს ლექსი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ ,,ცისკარში” 1860 წელს (№8).მასვე ეკუთვნის ლექსი ,,გ. ერისთავის გარდაცვალებაზე”,ლექსი მიძღნილი ნატო გაბუნიასადმი(შემდეგში რევოლუციამდელი ქართული სცენის სახელგანთქმული მსახიობი ნატო გაბუნია-ცაგარლისა) და მრავალი სხვა.
ისტორიულის თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა მისი ლექსად დაწერილი ავტობიოგრაფია—,,სიყმაწვილიდან ჩემი ცხოვრება”.ეს ნაწარმოები მან ციხეში დაწერა და ის ასე სრულდება:
,,ათას რვაას სამოცდათორმეტს,იანვარსა ათსა დღესა
ტფილისის საპატიმროში დავასრულე ლექსი ესა.
ჩემს სახსოვრად მოგიძღვენით უცნობთა და ნაცნობებსა
გახსოვდეთ,ნუ დაივიწყებთ თქვენ გიორგის დვანაძესა”.
არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ ერთი საყურადღებო ამბავი.როცა გ.ერისთავის მიერ დაარსებული თეატრი დაიხურა,დვანაძე და მასთან ერთად ზოგიერთი სხვა არტისტები თბილისს გასცილდნენ და ქართლს დაუბრუნდნენ (ეს მოხდა 1856 წლიდან.)მათ,როგორც ჩანს,წარმოდგენების მართვაზე ხელი არ აუღიათ და მუშაობა განუგრძვიათ ქ.გორში.ეტყობა ამ საქმეში მონაწილეობას ღებულობდა გიორგი დვანაძეც.როგორც ზოგიერთი მასალიდან ჩანს ,ამ დროს სცენის მოყვარეთა წრეში ყოფილა ლუკა თარხნიშვილის ასული.ის ნიჭიერი მოთამაშე ყოფილა და 1865 წელს გ. დვანაძეს ამხანაგების დავალებით მისთვის ლექსი მიუძღვნია.ეს ლექსი ცალკე ფურცლებზე დაუბეჭდიათ თბილისში და ისე გაუვრცელებიათ.ის დათარიღებულია 1865 წლის 25 ივლისით და აქვს სათაურად ,,კნიაჟნა ანნა თარხანოვისას”.ეს ლექსი,რადგან სრულიად უცნობია და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობასაც წარმოადგენს,აქვე მოგვყავს მთლიანად:
აი ეს ლექსიც:
,,ჯერეთ ყმაწვილო,ჭაბუკავ ქალო.
გრძნობითა სავსევ,ნიჭით მაღალო!
სადგურო ეშხის,უმანკო სულო,
კნიაჟნა ანნავ ლუკას ასულო!
გამოსარკევდა დღეს სულ აშკარად
ეგ შენი ნიჭი ჩვენ გასახარად.
რა დღეს სცენაზე შენ გამობრწყინდი,
ჩვენ სიხარულით მაღლა ავფრინდით.
ვიხილეთ შენში ჩვენ დიდი გრძნობა
შენ განაშვენე,დღეს ესე სცენა,
შენს მაყურებელთ მიეცი ლხენა,
შთაბერე ყველას შენ სიყვარული,
დიდი,პატარა,შემოგტრფის შენა,
ყველა გადიდებს ვისაც აქვს ენა.
და ამისათვის შენნი ერთგულნი,
დღეს სიხარულით აღტაცებულნი,
გიძღვნით ამ ლექსსა ვითა შაბათი,
გარნა მოვითხოვთ ბოდიშს ამაში,
რომ მოგვიტევო სრულად ვერ ქება
როგორც ნამდვილად შეგეფერება.
ვფიცავ,გვეწადა მხურვალის გულით
გამოგვეხატნა,აქ სიხარულით.
მაგრამ ენითა ჩვენ ვერ დავხატეთ.
მაშასადამე ჩვენს კრებას ერთგულს,
ეს ლექსი იძღვენ ვითა ბუკეტი
სხვა არა გვაქვს რა ამაზედ მეტი”.
ქაღალდის ფურცელს,რომელზედაც ეს ლექსია დაბეჭდილი:,,ამ ლექს უძღვნიან მოსიყვარულენი აქტიორნი”.
გ. დვანაძის ნაწერებიდან 1878 წელს ცალკე წიგნად გამოიცა პოემა ,,ყარაბაღელი ყაჩაღი ასლან ბეგი”.
ერთხელ თურმე მსახიობები და მათთან ერთად თვით დვანაძეც ქეიფობდნენ.სმის დროს უსიამოვნება მოსვლიათ და აყალმაყალი შექმნილა.მეორე დღეს ეს ამბავი გაუგია,ისინი საშინლად დაუტუქსავს და მოჩხუბართა თეატრიდან დათხოვნა გადაუწყვეტია,რაზეც გ. დვანაძე ამბობს:
,,თუმცა ერთმანეთში მოხდა,იმავ ღამეს შერიგება,
მაგრამ საქმე გახმიანდა,ამით რაღა გარიგდება”…
,,ეს გაიგო ერისთავმა.კბილებიდან ცეცხლი ყარა
გაცასწყრა და გაგულისდა, ახლოს აღარ მიგვიკარა”…
,,გავმართეთ მოციქულობა,გავგზავნეთ ერისთავთანა,
ვგრძნობდით ჩვენს დანაშაულსა,პირშავათ ვიყავთ მასთანა,
ფიცს მოგცემთ აღარ გავბედოთ სიბრიყვე ჩვენ ამისთანა”.
თუმც გარეკას გვიპირებდა,მაგრამ გული მოუბრუნა.
მოციქულებს პატავი სცა,ისევ ისრე დაგვაბრუნა.
დაგვიბარა,შეგვარცხვინა,ერთობ ცუდად დაგვაცხუნა,
გატრიალდა,შინ შევიდა,ჩვენ ზურგი შემოგვაბრუნა…
შეგვირიგდა,გვაპატია.დაიმშვიდა ჩვენზე გული”
გ.ერისთავის ასეთმა ზომებმა მსახიობებზე ძალიან იმოქმედა,ისინი ამ მხრივ გამოსწორების გზას დაადგნენ და მსგავსი რამ შემდეგში აღარ განმეორებულა.
მეორე საყურადღებო ფაქტიც.თურმე,იმავე გიორგი დვანაძეს შეყვარებია ერთ-ერთი მსახიობი ქალი,სულ უკან დასდევდა და მოსვენებას არ აძლევდა.ამან ერთნაირი მითქმა-მოთქმაც კი გამოიწვია.ეს ამბავი გ. ერისთავის ყურამდე მივიდა.ის ძლიერ გაგულისებულა და მითქმა-მოთქმის აღმოსაფხვრელად მიუღია გადამჭრელი ზომები.ყოველივე ამის შესახებ დვანაძე გადმოგცემს:
,,პირველი აქტიორი ვიყავ,ხალხმა დიდად შემიყვარა“…
,,ერისთავსაც უხაროდა საკვეხურად ყველგან ვყავდი,
რასაც ვთხოვდი მისრულებდა,ვითა შვილი შევუყვარდი.
მოელოდა რომ თანდათან საქმეს რიგზე წავიყვანდი,
მაგრამ კიდე წავფორხილდი ხელმეორედ კლდეზე ვვარდი.
მე შემიყვარდა ის ქალი,ტეატრის წარმომადგენელი,
ლექსების წერა დავუწყეშევიქენ შევიქენ უკან მდევნელი.
მე გულში მქონდა სხვა საქმე,სინდისის შემარცხვენელი.
ეს ერისთავმა გაიგო,გაშმაგდა ამის მსმენელი.
ჯაფარიძე გამოგზავნა თვით უმძრახობა დამიწყო.
შემოეთვალა ჩემთვისა,როგორ შენ და მე ეს მიყო!
შენ ქალები დამიბოზო,მე ცოცხალი რაღათ ვიყო.
ჩემს სახლში ეს მომიხდინო,ბოზკურობას ხელი მიჰყო.
ტეატრს მოვშლი აღარ მინდა,ახლოს ნუღარ მომიდგები.
მე სიკეთეს გიშვრებოდი,შენ მოსისხლე მტრად მადგები,
დავინახავ ჩემს უკეთესს,ვისაც შენ სხვას მიუდგები.
რადგან მე ვერ გამიტანე,სხვასთან უფრო ვერ დადგები.
მე შევუთვალე:რათ ჯავრობ,ქალია გასათხოვარი;
მე ცოლის შერთვა არ მსურდა,რამტელჯერ გითხარ უარი.
რადგან მიწყრები შევირთავ,ის ცოლი იყოს მე ქმარი.
მოსწონებოდა ეს სიტყვა,მაგრამ კი არ დაეჯერა,
ფიცხლავ მღვდელი დაიბარა,მან ობისკი დაგვიწერა,
იმავ ღამით კურთხევითა,მოვახდინეთ ჯვარის წერა’’.
ამ ამონაწერს,ვგონებ,განმარტება არ სჭირდება.აშკარად ჩანს,როგორ სიფრთხილით ეპყრობოდა გ. ერისთავი მსახიობებს და როგორ თავგამოდებით იცავდა როგორც მათ მორალურ მხარეს, ისე თეატრის პრესტიჟს.
გლეხთა მდგომარეობის შემსუბუქებაზე რომ გ.ერისთავი სერიოზულად და სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე ფიქრობდა,ამას ადასტურებს ერთი მეტად საყურადღებო ცნობა,რომელსაც გვაწვდის მის მიერ დაარსებული თეატრის ყოფილი აქტიორი გ. დვანაძე,რომელიც გ. ერისთავმა თეატრის გაუქმების შემდეგ თავის მოურავად დანიშნა.გ დვანაძე თავის ლექსად დაწერილ ავტობიოგრაფიაში,რომლის დედანიც დაცულია სათეატრო მუზეუმში,გადმოგვცემს,რომ გ ერისთავს დიდი ხნის სურვილი ჰქონია გლეხებისათვის მდგომარეობა შეემსუბუქებია,მათთვის ჩამოეცილებია ის აუარებელი სხვადასხვა სახის გამოსაღებ-გადასახადები,რომლებიც ბეგარის სახით ჰქონდათ მათ დადებული,აგრეთვე გაენთავისუფლებია მოურავთა ძალდატანებისაგან და მათზე დაედვა მოჭრით ერთდროული გამოსაღები მახტა.გ. დვანაძის მოურავობის დროს ასეც მოიქცა.ეს უკანასკნელი გაანთავისუფა სამსახურიდან და გლეხებს ერთდროული გამოსაღები-მახტა დაადვა.ეს ამბავი უნდა მომხდარიყო დაახლოებით 1858-59 წლებში.მაგრამ ესეც ცოტაა.როცა ბატონყმობის გაუქმებაზე უკვე აშკარად დაიწყო ლაპარაკი,გ ერისთავმა უფრო გაბედული ნაბიჯი გადადგა,საქართველოში ბატონყმობის გაუქმებამდე მან თავისი გლეხები წინასწარ გაანთავისუფლა.