Jump to content

User:მარიამმეი/sandbox/ჰელენ დოიჩი

From Wikipedia, the free encyclopedia

ჰელენე დოიჩი (9 ოქტომბერი 1884 – 29 მარტი1982) იყო პოლონური წარმოშობის ფსიქოანალიტიკოსი და ზიგმუნდ ფროიდის კოლეგა. მან დაარსა ვენის ფსიქოანალიტიკური ინსტიტუტი. 1935 წელს, დოიჩი გადასახლდა კემბრიჯში, მასაჩუსეტსში, სადაც განაგრძობდა პრაქტიკულ საქმიანობას. დოიჩი ერთ-ერთი პირველი ფსიქოანალიტიკოსი იყო, ვინც ქალებთან მუშაობდა. ის იყო ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი.

ადრეული ბავშვობა და განათლება

[edit]

ჰელენე დოიჩი დაიბადა 1884 წლის 9 ოქტომბერს, ფშემისლში, ვილჰელმ და რეჯინა როზენბახების ოჯახში[1]. ის უმცოსი შვილი იყო, ჰყავდა ორი და და ერთი ძმა. მიუხედავად იმისა, რომ ჰელენეს მამას გერმანული განათლება ჰქონდა, ჰელენე განათლებას კერძო პოლონურენოვან სკოლებში იღებდა. მე-18 საუკუნის ბოლოს პოლონეთი დაყოფილი ჰქონდათ რუსეთს, პრუსიას და ავსტრიას; ჰელენე კი იმ პერიოდში დაიბადა, როცა პოლონური ნაციონალიზმი და ახალგაზრდა ხელოვანთა მოძრაობა "მლოდა პოლსკა"[2] აღმავლობის ეტაპზე იყო. ჰელენე კეთილგანწყობილი იყო ფრედერიკ შოპენის ნამუშევრების და პოლონური ლიტერატურის მიმართ; ამაყობდა პოლონური იდენტობით და თავისი დედმამიშვილების მსგავსად, ავსტრიას ოკუპანტად მიიჩნევდა. ახალგაზრდობის პერიოდში, პოლონელი პოლიტიკოსის, ჰერმან ლიბერმანის სოციალისტურ იდეალებს იცავდა. 1910 წელს, დოიჩი ლიბერმანთან ერთად საერთაშორისო სოციალისტურ კონფერენციაზე გაემგზავრა, სადაც იმ დროის ბევრ მნიშვნელოვან სოციალისტ ფიგურას შეხვდა, მათ შორის, ანჯელიკა ბალაბანოვს და როზა ლუქსემბურგს.

დოიჩი სწავლობდა მედიცინას და ფსიქიატრიას ვენასა და მიუნხენში. ის გახდა ფროიდის სტუდენტი და ასისტენტი; და გახდა პირველი ქალი, რომელიც ქალის ფსიქოლოგიით სერიოზულად დაინტერესდა. ახალგაზრდობაში ურთიერთობა ჰქონდა სოციალისტ ჰერმან ლიბერმანთან. 1912 წელს, დაქორწინდა დოქტორ ფელიქს დოიჩზე. მუცლის რამდენჯერმე მოშლის შემდეგ, შეეძინა ვაჟი, მარტინი. 1935 წელს, ჰელენე დოიჩი კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში გადასახლდა. მეუღლე და შვილი ერთი წლის შემდეგ გაემგზავრნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჰელენე დოიჩი მუშაობას განაგრძობდა როგორც დაფასებული ფსიქონალიტიკოსი. გარდაიცვალა 1982 წელს კემბრიჯში.

ხასიათის თვისება "ისე თითქოს"

[edit]

დოიჩის ერთ-ერთი საინტერესო კლინიკური კონცეპტია "ისე თითქოს", რომლის მეშვეობითაც ის ცდილობს იპოვოს მიზეზი და ახსნას ქალების თავისებური უნარი, იდენტიფიცირდნენ სხვებთან. დოიჩმა გამოარჩია ისეთი შიზოიდური ხასიათის ადამიანები, რომლებსაც სხვებთან რეალურ განცდებზე დამყარებული კონტაქტები "ფსევდო კონტაქტებით" აქვთ ჩანაცვლებული; ისინი იქცევიან "ისე თითქოს" ნამდვილი განცდები განაპირობებდეს მათ ურთიერთობას სხვებთან; სხვაგვარად რომ ვთქვათ, დოიჩი მიიჩნევდა, რომ "ზოგადად ფრიგიდულმა" ადამიანმა, რომელიც თავიდან იცილებს რეალურ განცდებს, შესაძლოა ისწავლოს ამ "ნაკლულების" დამალვა და მოიქცეს "ისე თითქოს" სხვა ადამიანებთან ნამდვილი განცდები და ავთენტური კონტაქტი ჰქონდეთ.

ერთი მოსაზრების თანახმად, ობიექტთან იდენტიფიცირება და სიყვარულის ამ გზით გამოხატვა თავად დოიჩის მიდრეკილება იყო, რასაც მოჰყვებოდა იმედგაცრუება და ახალი ობიექტის ძიება. სწორედ ამ გამოცდილების შედეგად, შეეძლო შეექმნა "ისე თითქოს" კონცეპტი. ლიზა აპინანესი (Lisa Appignanesi) წერდა, რომ დოიჩის ცხოვრებაში "ისე თითქოს" ტენდენცია მაშინ გამოვლინდა, როცა სოციალისტი იყო და ლიბერმანთან აიგივებდა თავს; შემდეგი "ისე თითქოს" გულისხმობდა ფელიქსის ცოლობას და დედობას; შემდეგი "ისე თითქოს" ტენდენცია ფროიდთან იდენტიფიცირებასა და ფსიქოანალიტიკოსად მუშაობის პერიოდს მოიცავს.

ქალების შესახებ

[edit]

1944–45 წლებში, დოიჩმა გამოაქვეყნა ორტომიანი ნამუშევარი "ქალების ფსიქოლოგია", რომელიც მდედრობითი სქესის ფსიქოლოგიურ განვითარებას ეხებოდა. პირველი ტომი მოიცავს ბავშვობის, მომწიფების და მოზარდობის ხანას; მეორე ტომი ეხება დედობას სხვადასხვა კონტექსტში, კერძოდ, არაბიოლოგიურ დედობას ანუ ბავშვის აყვანას, დაუქორწინებელ დედებს და დედინაცვლებს. პირველი ტომი საზოგადოების მიერ აღქმულ იქნა როგორც 'გამოცდილი ფსიქოანალიტიკოსის მიერ დაწერილი სენსიტიური წიგნი'. მეორე ტომმა, რომელიც დედობის ევლოგიაა, განსაკუთრებული პოპულარულობა მოუტანა დოიჩს და ასევე მომდევნო წლებში მის წინააღმდეგ ფემინისტების ბექლეშიც (backlash) გამოიწვია. ფემისტების ნაწილი მას აღიქვამდა, როგორც 'ქალთა მაზოხიზმის რეაქციულ აპოლოგეტს, რომლის თანახმადაც ქალი ღირებულების არმქონე და პენისის მოშურნე არსებაა, რომელიც ადამიანთა მოდგმას ემსახურება.'[3]

References

[edit]
  1. ^ Wisdom, J. O. (2016-08-18). "The Middle Years of Psychoanalysis: The Two Great Ladies and Others:". Philosophy of the Social Sciences. doi:10.1177/004839318701700406.
  2. ^ Roazen, Paul (1985). Helene Deutsch, a psychoanalyst's life. Internet Archive. Garden City, N.Y. : Anchor Press/Doubleday. ISBN 978-0-385-19746-5.
  3. ^ Philipson, Ilene; Appignanesi, Lisa; Forrester, John (November 1993). "Freud's Women". Contemporary Sociology. 22 (6): 878. doi:10.2307/2076016. ISSN 0094-3061.
[edit]