Talk:John McHardy Sinclair
Appearance
This article is rated Stub-class on Wikipedia's content assessment scale. It is of interest to the following WikiProjects: | |||||||||||
|
ჯონ მაკ–ჰარდი სინკლერი (14.06.1999 – 13.03. 2007)
[edit]პროფესორი ჯონ სინკლერი 1965–2000 წწ. ბირმინგემის უნივერსიტეტში კითხულობდა სალექციო კურსს: თანამედროვე ინგლისური ენა. ჯ. სინქლერი ერთ–ერთი ფუძემდებელია ისეთი ლინგვისტური მიმართულებებისა, როგორიცაა კორპუსის ლინგვისტიკა, დისკურისის ანალიზი, ლექსიკოგრაფია...
ჯონ სინკლერის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა "კობილდის" პროექტი (COBUILD); პროექტის მიზანი იყო კორპუსზე დაფუძნებული ლექსიკონების (corpus-driven lexicons) აგება ინგლისურის, როგორც მეორე ენის შემსწავლელთათის. სინქლერის ხელმძღვანელობით გამოიცა აგრეთვე კოლინზის კორპუსზე დაფუძნებული ინგლისური ენის ლექსიკონი (Collins' Cobuild English Language Dictionary) (პირველი გამოცემა: 1987 წ.).
ჯ.სინკლერი ცნობილი იყო მისი არატრადიციური ლინგვისტური ანალიზითა და მიდგომებით, რამაც, საბოლოოდ, საფუძველი ჩაუყარა ენათმეცნიერების ახალ დარგს: კორპუსის ლინგვისტიკას.
სინქლერის შრომათაგან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი პუბლიკაციები: "დიკსურსის ანალიზისათვის" ( Towards the Analysis of Discourse), თანაავტორი მალკოლმ კულთარდი (Malcolm Coulthard) (1975), "კორპუსი, კონკორდანსი, კოლოკაცია " ( Corpus, Concordance, Collocation), (1991), "კონკორდანსის წაკითხვისათის" (Reading Concordances), 2003, "გწამდეთ ტექსტის" (Trust the Text)(2004), ხაზოვანი ერთეულების გრამატიკა (Linear Unit Grammar)(2006).
ბირმინგემის უნიერსიტეტიან წასვლამდე პროფესორმა სინკლერმა მეუღლესთან – ელენა ტოგნინი ბონელისთან ერთად დაარსა "ტოსკანური სიტყვიერების ცენტრი"; ცენტრში დღემდე ტარდება სასწავლო მოსამზადებელი კურსები კორპუსის ლინგვისტიკაში.